Bookmark Page FAQ   Contact     Sitemap    
 

მოვლენები

სიახლეები პუბლიკაციები კვლევები სიახლეების გამოწერა
 

დილა მშვიდობისა საქართველო YouTube-თან სალიცენზიო შეთანხმების შესახებ

2017 წლის 23 ივნისს, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემა „დილა მშვიდობისა საქართველო“, საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის მიერ YouTube-თან სალიზენციო შეთანხმების გაფორმების საკითხს დაეთმო. გადაცემაში სტუმრად იმყოფებოდა, ასოციაციის თავმჯდომარე, გიგა კობალაძე.

 

სალიზენციო შეთანხმება გულისხმობს, რომ YouTube-ს მიერ ნაწარმოებების განთავსებისთვის საავტორო ჰონორარი იქნება გადახდილი და ავტორები ფინანსურ სარგებელს ნახავენ. ეს ფაქტი ასევე  სტიმულს მისცემს ქართველ ავტორებს მათი ინტელექტუალური შრომის შედეგი მეტი მოცულობით იყოს განთავსებული YouTube-ზე.  

 

შეთანხმების გაფორმება წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს წინ გადადგმულ ნაბიჯს საავტორო უფლებების განვითარების საქმეში, რაც დაეხმარება როგორც ამ სფეროში საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებას, ასევე საერთაშორისო რეიტინგში საქართველოს პოზიციების გაუმჯობესებას. 

 
 
 
 
 
წევრისთვის