Bookmark Page FAQ   Contact     Sitemap    
 

მოვლენები

სიახლეები პუბლიკაციები კვლევები სიახლეების გამოწერა
 

ინტერნეტში საავტორო უფლებებს ახალი კანონი დაარეგულირებს

ინტერნეტ სივრცეში საავტორო უფლებებს ელექტრონული კომერციის შესახებ კანონი დარეგულირებს. კანონპროექტი ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის „საქაპატენტის“ და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ მუშავდება.

 

ახალი კანონის მიხედვით, ინტერნეტში საავტორო უფლებით დაცული ნაწარმოებების განთავსების შემთხვევაში, უფლების მფლობელთა მიმართვის საფუძველზე, ინტერნეტ სერვის პროვაიდერები ვალდებულნი იქნებიან უზრუნველყონ ასეთ ნაწარმოებებზე წვდომის შეზღუდვა, წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა მათი პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს.  

 

ახალი კანონმდებლობა, ერთი მხრივ მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ავტორთა უფლებების დაცვას და ქვეყანაში მეკობრეობის დონის შემცირებას, ხოლო მეორე მხრივ, მომხმარებელთათვის გააჩენს ხარისხიანი, ლეგალური პროდუქტის მიღების შესაძლებლობას და უზრუნველყოფს ინტელექტუალური საკუთრების ლეგალური მოხმარების კულტურის დამკვიდრებას. 

 
 
 
 
 
წევრისთვის