Bookmark Page FAQ   Contact     Sitemap    
 

მოვლენები

სიახლეები პუბლიკაციები კვლევები სიახლეების გამოწერა
 

კინოთეატრ „ამირანში“ ანტიმეკობრული ვიდეორგოლის პრეზენტაცია გაიმართა

საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციამ კინოთეატრების ქსელთან ერთად  ანტიმეკობრული კამპანია დაიწყო. კამპანიის ფარგლებში დამზადდა ვიდეორგოლი, რომელიც კინოთეატრების ეკრანებზე იტრიალებს. 

 

ამასთან დაკავშირებით, 2017 წლის 29 ივნისს, ასოციაციის თამჯდომარემ, გიგა კობალაძემ  და კინოთეატრების ქსელის იურისტმა, ზურაბ ბეჟაშვილმა, კინოთეატრ „ამირანში“ ვიდეორგოლის პრეზენტაცია გამართეს.  

 

ვიდეორგოლი ემსახურება საავტორო უფლებების და მისი დაცვის აუცილებლობის შესახებ საზოგადოების უკეთ ინფორმირებას. როგორც ქართული, ასევე უცხოური კინოპროდუქციის დაცვას, მისი არალეგალური გავრცელების აღკვეთას და ლეგალური პროდუქტის რეალიზაციის ხელშეწყობას.  

 
 
 
 
 
წევრისთვის