Bookmark Page FAQ   Contact     Sitemap    
 

მოვლენები

სიახლეები პუბლიკაციები კვლევები სიახლეების გამოწერა
 

დავა საავტორო უფლებებზე ასლარიანი კუპიურასთან დაკავშირებით

ცნობილი მხატვრის, მოსე თოიძის მემკვიდრე, დავით ამირეჯიბი,  საქართველოს ეროვნულ ბანკს საავტორო უფლებების დარღვევაში ადანაშაულებს. დავით ამირეჯიბის განმარტებით, ასლარიან კუპიურაზე მისი ბაბუის მიერ შესრულებული შოთა რუსთაველის პორტრეტია გამოსახული, რომლის გამოყენებაც, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ნებართვის გარეშე მოხდა.  

დარღვევას არ აღიარებს საქართველოს ეროვნული ბანკი, სადაც აცხადებენ, რომ თოიძის ავტორობის შესახებ არ იცოდნენ და შოთა რუსთაველის პორტრეტი ეროვნული ბიბლიოთეკიდან კანონის სრული დაცვით მოიპოვეს. იგივე პოზიციას იზიარებს ეროვნული ბიბლიოთეკაც, რომლის წარმომადგენელთა განცხადებით, მოსე თოიძე, შოთა რუსთველის პირველი პორტრეტის ავტორი არ არის. 

მხატვრის შთამომავალს, საქართველოს ეროვნულ ბანკთან მოლაპარაკების იმედი აქვს.

 
 
 
 
 
წევრისთვის